სადაც გენერალური ინსპექციის უფროსს ზურაბ ბენდელიანს შეხვდნენ.
შეხვედრამდე მოძრაობის პრეზიდენტმა პროკურატურაში ბრიფინგი გამართა.
“საქართველოში არსებულმა დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ პიკს მიაღწია. ამის გამომწვევი მიზეზი ის უკმაყოფილებაა, რომელიცხალხში 9 წლის განმავლობაში დაგროვდა, როდესაც ეს სადისტი და სისხლისმსმელი ნაციონალები ჩვენს ხალხს ატერორებდნენ. უკვე ერთი წელი გადის, რაც “ოცნებამ” იოცნება, ჩვენს ქართველ ხალხს დაანახა, რომ ხელისუფლებაში იმისთვის მოვიდნენ, რომ პარლამენტში, მთავრობაში თბილ ადგილებზე “მოსხდნენ”, მაღალი ხელფასები დაინიშნონ და პრემიები გამოიწერონ, თავიანთი ნათესავები რეგიონებში თბილ-თბილ ადგილებზე დასვან. “ოცნება” არ იყო მზად იმ მოგებისთვის, რომელიც პირველ ოქტომბერს მოხდა. მათ არც კადრები ჰყავდათ, არც პროფესიონალები, რომ გემის საჭე ემართათ და საქმე ისეთი სწორი გზით წარემართათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. იმ დღიდან, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოვიდნენ (რომლებიც მხოლოდ ფულზე ფიქრობდნენ და არა _ ხალხზე), დღემდე დღევანდელ პარლამენტში სხედან. ნაციონალებმა საკმაოდ მოკლე დროში მოახდინეს თავიანთი რიგების გადახალისება და დღეს უკვე მოძლიერდნენ, მათ ხელშია “პირველი არხი”, რომელიც საზოგადოებრივი არხი კი არა, ნაციონალების რუპორია, ისევე, როგორც”რუსთავი 2″. პატივცემულმა”ოცნებამ” “ინფო 9”-დან და “მეცხრე არხიდან” ჟურნალისტები გაყარა და დახურა. “მაესტრო”დღეს დილიდან მულტფილმებს უჩვენებს, “რუსთავი 2” კი იმას _ თუ ვინ მოკლეს და ვინ გააუპატიურეს. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავდივართ რეგიონებში და დავიწყებთ ფოთიდან _ მარტვილი, აბაშა, ხობი და დავამთავრებთ ზუგდიდში გრანდიოზული, დიდი ოფისის გახსნით.
ბატონებო, “ოცნების”დეპუტატებო და მინისტრებო, თქვენ ვერ უვლით ამ ხალხს, ამიტომ ახლა ჩვენ მოვუვლით მათ. დაანებეთ თავი პრესას, დაანებეთ თავი ჟურნალისტებს. მივმართავ ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი საქართველო და ხალხი უყვარს, მოდით ჩემთან, დადექით ჩემს გვერდით და ერთად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი საქართველო აყვავდეს და სიყვარულით და ბედნიერებით გავიმარჯვოთ”, _ თქვა გელა მებონიამ.
ბრიფინგის შემდეგ ზურაბ ბენდელიანის სახელზე დაიწერა განცხადებები, თავად ბატონი ზურაბი კი პირადად შეხვდა დაზარალებულებს და საქმეში გარკვევა აღუთქვა.
(R)