პრესტიჟული დაჯილდოება ყოველ წელს ტარდება და ჯილდო ავტორიტეტულ და აქტიურ ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას ან კონკრეტულ პიროვნებას გადაეცემა.
_ ამ წელს საია ნომინირებული იქნა ამ ჯილდოზე. უკვე ცნობილია სამი ფინალისტი. ჩვენთან ერთად ფინალში მოხვდა ერთ-ერთი ჩინური არასამთავრობო ორგანიზაცია და ბელორუსიის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დამცველი. ამ სამს შორის გამარჯვებული გამოვლინდება 29 და 30 სექტემბერს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე _ პრეზიდენტი გაამჟღავნებს გამარჯვებულის ვინაობას. ჩვენთვის უკვე ძალიან დიდი პატივია, რომ წარდგენილი ვიყავით ამ ჯილდოზე, ფინალში ვართ და მოვხვდით სამ კანდიდატს შორის. ეს დიდი აღიარება არის და პრესტიჟული ჯილდოა, _ გვითხრა საქართველოს იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე ფოფხაძემ.