“გვსურს პრომეთეს მღვიმის ყველა ვიზიტორს კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ბოდიში ამ დრომდე მღვიმეში ნავებით სარგებლობის სერვისის შეფერხების გამო. გაცნობებთ, რომ სერვისი უკვე აღდგენილია. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მსგავსი სახის ხარვეზებმა მომავალში აღარასოდეს იჩინონ თავი”, _ ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. ქ.თბილისიდან დაშორებულია 240 კმ-ით, ქ.ქუთაისიდან 40 კმ-ით.