გამოძიებამ დაადგინდა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან ავტობუსით შემოიტანა. სამართალდამცველებმა ის დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, ავტობუსიდან ჩამოსვლისას დააკავეს. ვლადიმერ გ -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის“ შემცველი 97 აბი “სუბოქსინი“ და 95 აბი ფსიქოტროპული საშუალება “ლირიკა“.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს “ბუპრენორფინის“ ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღირებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით.