სამართალდამცველებმა მალხაზ გ. საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. საგამოძიებო მოქმედების დროს დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ეზოდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, სამი მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).