ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საქმე დღემდე არ არის აღძრული. სწორედ ამიტომ “ქართული დასის” ლიდერი მიმართავს მთავარ პროკურორს და მისგან უმოკლეს ვადებში ამ საკითხზე უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს.
ჯონდი ბაღათურია: “მაქვს ინფორმაცია, რომ პირადად სააკაშვილი და გიგა ბოკერია ითხოვდნენ ამ მშენებარე ეკლესიის დანგრევას, რათა იქ გასართობი ცენტრი აშენებულიყო. დღეს შენდება კიდეც იმ ადგილას ეს ცენტრი. სწორედ ეს ორი ადამიანი ყვიროდა გააფთრებით, ეკლესია დაანგრიეთო და მაშინდელმა გამგებელმაც არ დააყოვნა, მაშინვე შეასრულა უკანონო ბრძანება. არც ერთ არასამთავრობოს, არც ერთ “უფლებადამცველ” ორგანიზაციას მაშინ ხმა არ ამოუღია. რას იზამ, ასეთია გრანტებზე გაყიდული “უფლება დამცველების” ბუნება. მინდა ეს ფაქტი შევახსენო საზოგადოებას, დაინტერესებული ვარ მოვისმინო პრემიერმინისტრის აზრი და პოზიციაც ამ საკითხზე. მე მაქვს მასალა, რომელსაც უახლოეს დღეებში პროკურატურას გადავცემ და პირადად მთავარი პროკურორისგან მოვითხოვ უმოკლეს ვადებში მოახდინოს ამ საკითხზე უმკაცრესი რეაგირება. პასუხი უნდა აგოს იმ გამგებელმაც და იმ ბულდოზერის მმართავმაც, რომელმაც დაანგრია ეკლესია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხის გება ადრე თუ გვიან მოუწევს.”