მას სამი უცნობი პირი მას შემდეგ დაესხა თავს, რაც სოფლის რწმუნებულმა მათ შენიშვნა მისცა.
_ ისინი არ არიან აცანის მკვიდრნი და მათი ვინაობა ჩემთვის უცნობია. ისინი სოფლის ცენტრში ავტომანქანით დიდი სიჩქარით ,,გონკაობდნენ“, რის გამოც შენიშვნა მივეცი. თუმცა, ახალგაზრდებმა ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. მივიღე ზემო კიდურის მოტეხილობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში აცანის რწმუნებულმა
მისივე თქმით, მან გამოიძახა პოლიცია და სამივე პიროვნება დაკავებულია. ჩვენი ინფორმაციით დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მსგავს ინციდენტს ადგილი მართლაც ჰქონდა _ საქმე აღძრულია 118-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.