https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

5:08; 30.08.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება სასწავლო წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლები, რა პრობლემების წინაშე დგანან და რა მოთხოვნები აქვთ მათ, გვესაუბრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე.

_ სასწავლო წელი როდის იწყება?

_ სასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს. ეს გადაწყვეტილია და არ შეიცვლება.

_ უკვე რამდენიმე თვეა, რაც რესურსცენტრის უფროსი ხართ, ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ სკოლებში არსებული მდგომარეობა შეგესწავლათ და მათი პრობლემებისა თუ მოთხოვნების შესახებ გაგეგოთ. რამდენად მზად არიან სკოლები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის?

_ დავიწყოთ ინფრასტრუქტურით _ სულ ვარემონტებთ თერთმეტ სკოლას, ხუთ სკოლაში (ამაღლება, ქვაბღა, შუა ფარცხმა, ვან-ზომლეთი, დაბლაციხე) სამუშაოები დაწყებულია. ექვს სკოლაში ველოდებით ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს. ტენდერი უკვე დამთავრდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია, იურიდიული დოკუმენტების გაფორმებაა დარჩენილი. ამის შემდეგ კიდევ ექვს სკოლაში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ვფიქრობ, რომ სასწავლო წლისთვის დასრულდება.

_ მაგრამ იმას, რასაც რემონტი ჰქვია, დიდი დრო დასჭირდება?

_ ინფრასტრუქტურის სამსახურმაც გვითხრა, რომ შესაძლოა, ვერ მოვასწროთო, მაგრამ ჩქარი ტემპით მუშაობენ. ვნახოთ, რა და როგორ მოესწრება.

_ “გურია ნიუსი” უკვე წერდა, რომ მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალი სკოლა აშენდება.

_ საერთოდ, მთელ საქართველოში ხუთი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი და ყველა ჩვენთან ვერ აშენდება. ამ ეტაპზე მხოლოდ სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაიწყება, თუმცა, ამას სასწავლო პროცესთან შეხება არ ექნება და ხელს არ შეუშლის. სკოლის მშენებლობა დაიწყება სექტემბერში.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გუთურის საჯარო სკოლიდან მიიღეთ განცხადება სკოლის ავარიული მდგომარეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით რა გადაწყდა?

_ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ გუთურის საჯარო სკოლის მდგომარეობის შესასწავლად გამოყო კომისია. კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე, ნახეს, შეაფასეს და დაგვპირდნენ დახმარებას. ამ ეტაპზე, რაც შეიძლება, გაკეთდეს, გასამაგრებელი სამუშაოებია, სახიფათო მდგომარეობა რომ არ შეექმნეს ბავშვებს და დაცული იყოს უსაფრთხოება. ეს გაკეთდება აუცილებლად.

_ როგორც ვიცით, ძალიან მტკივნეულად ჩაიარა დირექტორების სერტიფიცირების პირველმა ეტაპმა…

_ სამწუხაროდ, აპლიკანტთა მხოლოდ 60%-მა გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი.

_ რამდენი სკოლა დარჩა დირექტორის გარეშე?

_ 15 სკოლის დირექტორმა ვერ გადალახა ზღვარი, თუმცა, ისინი, ჯერჯერობით, რჩებიან მოვალეობის შემსრულებლებად, რადგან მათი ჩანაცვლება ახალი კადრებით დროში გაწელილი პროცესია. როცა ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გადალახვის შემდეგ დირექტორს ეძლევა სერტიფიკატი, მერე ირჩევს სკოლას, სადაც სამეურვეო საბჭო წყვეტს მისი დანიშვნის საკითხს.

_ სკოლის დირექტორებს საათობრივი დატვირთვის საშუალება თუ ექნებათ?

_ სკოლის დირექტორები, რადგან მიზერული ანაზღაურება ჰქონდათ, სრული დატვირთვით მუშაობდნენ გაკვეთილებზე. ეს შეცდომა იყო, რადგან სრული დატვირთვით ვერ იმუშავებ, როცა დირექტორი ხარ. დირექტორი აუცილებელია, ჩართული იყოს სასწავლო პროცესში, მაგრამ არა მთელი დატვირთვით.

_ ახალი სასწავლო წლიდან რა სიახლეებია სკოლებში?

_ სიახლეა ტრანსპორტთან დაკავშირებით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დადო ხელშეკრულება და ტრანსპორტი გაიგზავნება იმ სკოლებში, რომელი სკოლის დირექტორებმაც წარმოადგინეს მოთხოვნა ამის თაობაზე. სიახლეა ისიც, რომ სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციას (დარაჯი, ბუღალტერი, საქმეთა მმართველი, დამლაგებელი) გაეზარდათ ანაზღაურება.

_ მუნიციპალიტეტში თუ არის ისეთი სკოლა, სადაც რომელიმე საგანი არ ისწავლება?

_ არა, ასეთი სკოლა არ გვაქვს, მაგრამ არის სკოლები, სადაც არ ასწავლიან პროფესიონალები. წელს პროგრამების _ “ასწავლე საქართველოში” და “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” _ ფარგლებში გვეყოლება ოთხი ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც გადანაწილდება შუა ამაღლების, ზემო სურების, ზოტისა და ქვაბღის სკოლებში. კოორდინატორები უკვე იყვნენ ჩამოსულები, გაარკვიეს საცხოვრებელი პირობები, სადაც პედაგოგები იცხოვრებენ. ამის გარდა, შესაძლებელია, სხვა საგნის მასწავლებლებითაც დაგვეხმარონ. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორები არ გვაწვდიან კადრების შესახებ ინფორმაციას, რაც განპირობებულია უფრო სუბიექტური მიზეზებით. მართალია, ეს მტკივნეულია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რადგან არაპროფესიონალ მასწავლებელს სწავლების ხარისხი დაბალი ექნება. ამ პროგრამით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი საგნის მასწავლებელი მოვითხოვოთ.

_ აქვს თუ არა პედაგოგებს ასაკობრივი შეზღუდვა?

_ არანაირი, მაგრამ 2014 წლის პირველი იანვრიდან, მასწავლებელი, რომელიც არ იქნება სერტიფიცირებული, სკოლას დატოვებს.

_ თითქოს, ერთგვარ ტრადიციად იქცა, საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ, წარჩინებული მოსწავლეებისთვის საჩუქრად კომპიუტერების გადაცემა. გაგრძელდება თუ არა ეს ღონისძიება. აგრეთვე, მიიღებენ თუ არა პირველკლასელები ნეთბუქებს?

_ ეს ღონისძიება გაგრძელდება. წელს ასეთი ექვსი მოსწავლე გვყავს, ექვსივე #1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რაც ძალიან მიკვირს. რაც შეეხება პირველკლასელებს, ისინი მიიღებენ ნეთბუქებს.

_ რამდენი პირველკლასელი გვეყოლება და არის თუ არა სკოლა, სადაც არ ეყოლებათ პირველკლასელი?

_ ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პირველკლასელი გვეყოლება, ჯერ არ გვაქვს, თუმცა, არის სკოლები, სადაც პირველკლასელები არ ეყოლებათ.

_ კლასკომპლექტი თუ გაქვთ რომელიმე სკოლაში, რაც, ალბათ, გარკვეულ პრობლემას ქმნის?

_ კლასკომპლექტი გვაქვს რამდენიმე სოფელში და არანაირ პრობლემას არ ქმნის. პრობლემა ის არის, რომ ცოტაა ბავშვიც და მასწავლებელიც, შესაბამისად, მოტივაციაც უფრო ნაკლებია. ეს არის, ძირითადად, მაღალმთიან სოფლებში.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია კურსდამთავრებულებზე, რომლებმაც ჩააბარეს მისაღები გამოცდები?

_ დაახლოებით, ვიცით, რამდენმა ჩააბარა, თუმცა, ზუსტი მონაცემები, ჯერჯერობით, არ გვაქვს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6 მარტი, 2026

საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას უწევს სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, დატოვონ სირია

მაია მიმინოშვილი: მინისტრის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრების ქონა დანაშაული აღარ არის!

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო