თუმცა, როგორც ელჩმა განაცხადა, ის არ ჩასულა ადგილზე და არ გაცნობია დეტალურად იმ პროცესებს, რაც ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში მიმდინარეობს.
“ზოგადად, ცხადია, ორი აზრი არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას. ჩვენ პირადად არ ვყოფილვართ ადიგენში და ინციდენტს არ გავცნობივართ ადგილზე, თუმცა, ცხადია რომ ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას,” _ განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონში სოფელ ჭელაში ინციდენტი მართლმადიდებელ მრევლსა და ქართველ მუსლიმებს შორის რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც მუსლიმურ სამლოცველოზე მინარეთის მოხსნის ფაქტმა გამოიწვია.