გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის შალვა ბოლქვაძის თქმით, ქარმა სოფელ შეკვეთილში ხეები მოგლიჯა, ათეულობით ავტომობილი დააზიანა, ჩაიკეტა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი.
_ ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება ზიანს, იგი, ძირითადად, ზღვისპირეთს მიადგა, _ გვითხრა ბოლქვაძემ.
სტიქიამ ზიანი ლანჩხუთსაც მიაყენა _ რამდენიმე სახლი დაიტბორა, რამდენიმეს კი ქარმა სახურავი მოაძრო. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ამ წუთებში, ოზურგეთსა და ლანჩხუთს ელექტროენერგია არ მიეწოდება.