სოფელ შრომაში ქარიშხალმა სახლებს სახურავი ახადა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო სოფელ ნიგოეთში თბილისი-ოზურგეთის მატარებელი ხუთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. როგორც რკინიგზის სადგურში გვითხრეს, მატარებელი ცოტა ხნის წინ შევიდა ნატანებში.
გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს. ჯერჯერობით, უცნობია, კიდევ სად რა ობიექტები დააზიანა სტიქიამ.