გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან სხეულით 5 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი“ შემოიტანა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,04 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება “ბუპრენორფინს“ შეიცავს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას ვაჟა შ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით)