სამართალდამცველებმა ბესიკ მ. თბილისში, ავტოსადგურ “ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედების დროს დაკავებულის კუთნილი სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „კალაშნიკოვის “-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).