_ ახალი შტატები შეიქმნება იმ პირთათვის, ვინც დაუსაქმებელია, თუმცა, გასულ საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ და ახლა უკმაყოფილო არიან იმის გამო, რომ უსამსახუროდ დარჩნენ, _ ამბობს ჩვენი წყარო. მისი თქმით, ამ ადამიანების დასაქმებაზე ოზურგეთში “ქართული ოცნების” შტაბის თავმჯდომარე დათო დარჩია იზრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაუსაქმებელი ადამიანები ბურჯანაძის პარტიაში გადასვლით ან მისთვის ხმის მიცემით იმუქრებიან.
“გურია ნიუსი” “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსს დავით დარჩიას დაუკავშირდა: _ რა სისულელეა? ეს ჭორია, მეტი არაფერი, _ გვითხრა მან.
_ ბატონო დავით, ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ გავრცელებული ხმები სინამდვილეს არ შეეფერება და ნაციონალურ წინასაარჩევნო გადაბირების მეთოდს _ ხმების სანაცვლოდ ახალი სამუშაო შტატების დაშვებას _ “ქართული ოცნება” არ მიმართავს?
_ რას ამბობთ?! თავიდან ბოლომდე ჭორია ყველაფერი! არ დაიჯეროთ! _ გვითხრა დავით დარჩიამ.