ამის შესახებ პარტიის, იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი და წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად არ ერთვება. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ვერც ყოფილი მმართველი ძალის და ვერც “ქართული ოცნების” კანდიდატი .
გოჩა თევდორაძის თქმით, “ალიანსი” ადგილობრივი არჩევნებისთვის დაიწყებს ბრძოლას და იმედოვნებს, რომ რაიონების საკრებულოებში “პატრიოტები” უმრავლესობით მოვლენ.