ლეჩური-აბანოს უღელტეხილის 34 კმ-იანი მონაკვეთი საკმაოდ რთული რელიეფით გამოირჩევა. ამიტომ ტური მონაწილეობის მსურველებისაგან შესანიშნავ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ამის გამო გამოყოფილი იქნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ მონაწილეთა გადაადგილებას უღელტეხილის მიმართულებით, რომლებიც 16: 00 საათისთვის ვერ მოახერხებენ აღნიშნულ წერტილამდე მიღწევას. დანარჩენი მოყვარული ველოსიპედისტები გზას განაგრძობენ პირველი საბანაკე პუნქტის – რეინჯერთა თავშესაფრისაკენ.
სააგენტო უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას თბილისი-ლეჩური და ომალო-თბილისის მიმართულებით, მათ კვებას, ბარგის გადატანასა და კარვებში განთავსებას.
ველოტურის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ველოსიპედები, ჩაფხუტები და ასევე გრძელ დისტანციებზე გადაადგილების გამოცდილება.
ველოტურის განრიგი ასეთია:
5 სექტემბერი, ხუთშაბათი: 19:00 _ გასვლა თბილისიდან ტურის საწყისი წერტილის სოფ. ლეჩურის მიმართულებით. ღამისთევა კარვებში.
6 სექტემბერი, პარასკევი 08:00 _ ველო ტური სოფ. ლეჩურიდან აბანოს უღელტეხილის მიმართულებით. ღამისთევა რეინჯერთა თავშესაფარში _ უღელტეხილის ჩრდილოეთ ფერდობზე (45 კმ).
7 სექტემბერი, შაბათი 08:00 _ რეინჯერთა თავშესაფარი – სოფ. ომალო (კმ 18).ღამისთევა კარვებში, სოფელ ომალოში.
8 სექტემბერი, კვირა: ომალო – თბილისი. ტრანსპორტირება 4X4 მიკროავტობუსით.
ტურში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2013 წლის 4 სექტემბრისა მისამართზე: info@apa.gov.ge ან მისწერონ დაცული ტერიტორიების სააგენტოს Facebook-ის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ ერთდღიანი ველოტური 2013 წლის 25 აგვისტოს ილიას ტბიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართულებითაც მოეწყო. ტურის დროს მოყვარულმა ველოსიპედისტებმა 45 კმ სიგრძის დისტანცია დაფარეს და საფინიშო წერტილი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გადაკვეთეს.
ტური სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსების 101 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.