როგორც თავმჯდომარე დავით დარჩია აცხადებს, შტაბი სრულიად კოალიციური იქნება.
_ შტაბი ხვალ დაკომპლექტება და, რა თქმა უნდა, კოალიციური იქნება.
_ შემადგენლობას ხომ ვერ დაგვისახელებთ?
_ დიმიტრი კვერღელიძე, შოთა გოგიბერიძე, ტიფო მიქატაძე. ასევე იქნებიან წარმომადგენლები “კონსერვატორული პარტიიდან” და “მრეწველებიდან”.
_ ბატონო დავით, ტიფო მიქატაძე აცხადებს, რომ თქვენთან არ ითანამშრომლებს. დიმიტრი კვერღელიძეც ამბობს, რომ თუ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და იმ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, რაც მათ დააყენეს ცენტრალურ შტაბში, მაშინ შეიძლება მანაც უარი განაცხადოს კოალიციურ რეჟიმზე.
_ პირიქით, ორთავე მოდის და აცხადებს, რომ აქ მამუშავეთო. მე მგონია, რომ მათ დავით დარჩიასთან არანაირი პირადად პრობლემა არ აქვთ, მით უმეტეს, პიროვნულად. პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, მაშინ შეიძლება, სხვადასხვანაირი შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც მიმაჩნია, ყველა ეს ადამიანი იქნება კოალიციურ რეჟიმში საარჩევნოდ და იბრძოლებს ” ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გასამარჯვებლად.