ყრილობის ხელმძღვანელის ლონდერ ცაავას განცხადებით, ძველი ხელისუფლება არ იჩენდა სათანადო ყურადღებას დევნილების მიმართ, რომლებიც დღემდე ურთულეს პირობებში ცხოვრობენ. მისი თქმით, “აფხაზეთიდან დევნილთა კავშირი“ წინასაარჩევნო მოვლენებს აქტიურად დააკვირდება და იმ დაპირებებსაც აღნუსხავს, რომელსაც მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გასცემს.
“ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდში დევნილების მისამართით გაკეთებულ დაპირებებს. ხელისუფლება ამბობს, რომ დევნილებს დახმარება სჭირდებათ, რადგან ისინი მოსახლეობის ყველაზე დაზარალებულ ფენას მიეკუთვნებიან. პრემიერის ამ განცხადებამ ბიძგი მისცა ჩვენი ორგანიზაციის შექმნას. ჩვენ შევისწავლით დევნილთა პრობლემებს და მონიტორინგს გავუწევთ ხელისუფლების დანაპირების შესრულების პროცესს,” _ განაცხადა აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის თავმჯდომარემ ლონდერ ცაავამ.