4 მაისს, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გურული მხედრების ამერიკული ოდისეადან 125 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ამ თარიღთან დაკავშირებით მუზეუმში მისულ სტუმრებს ფილმის _ „გურულები ამერიკაში“ რეჟისორი ირაკლი მახარაძე მასპინძლობდა.
ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბესიკ ტაბიძესთან და მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად შეხვედრას მხარის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე და ვიცე-გუბერნატორი ქეთევან მოისწრაფეშვილიც ესწრებოდნენ.