დავითაშვილი ორი კანონპროექტის _ “სურსათის უვნებლობასა” და “ახალგაზრდებზე მავნე ზეგალენის შესახებ” კანონპროექტების კენჭისყრაზე დაყენებას მოითხოვდა.
კობა დავითაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკური ნიშნით შეზღუდეს და არ მისცეს უფლება, კენჭისყრაზე დაეყენებინა ის საკითხები, რომელიც საზოგადოებისთის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
“გასაოცარია ეს გადაწყვეტილება. პირველად ხდება ამ მოწვევის პარლამენტში, რომ დეპუტატს უფლებას არ აძლევენ, კენჭისყრაზე დააყენოს საკითხები. ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკური ნიშნით,” _ განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა.