გაბაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებები გადადგომის შესახებ, ვალდებულებებისგან გაქცევას ნიშნავს, თუმცა, სადაც არ უნდა წავიდეს ის, ვალდებულებები მაინც დარჩება საწარმოების შენებაზე , სამუშაო ადგილების შექმნაზე, უფასო ჯანდაცვასა და განათლებაზე.
გაბაშვილი ივანიშვილს ახსენებს, რომ მას მოსახლეობამ სწორედ ამ დაპირებების გამო დაუჭირა მხარი.
“მან თქვა, რომ ურჩევნია იყოს თავისუფალი და არ ჰქონდეს ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, ეს ვალდებულებები მაინც არსებობს და მნიშვნელოვანია. ეს ვალდებულებებია დასაქმება, ახალი საწარმოები, ეს არის 250 ლარამდე გაზრდილი პენსია, უფასო სწავლა და ჯანდაცვა. ძალიან ბევრი რამეს დაპირდა ხალხს, რის გამოც მასზე გააკეთეს არჩევანი და დღეს განცხადება იმის შესახებ, რომ მას არ სურს ეს ვალდებულებები ჰქონდეს, დიდი უპასუხისმგებლობაა _ მას არანაირი ნაბიჯი არ გაათავისუფლებს ამ ვალდებულებებისგან,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა.