და მათ, შესაბამისად, წართმეული აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული არჩევნის უფლება.
“ჩვენ არაერთგზის მივუთითებდით ახალ მთავრობას, რომ მოეგვარებინა საარჩევნო სიების პრობლემა. მოვუწოდებდით, ნაციონალური მოძრაობისგან მძიმე მემკვიდრეობად დარჩენილი საარჩევნო კოდექსის ძირეული გადასინჯვისკენ.
ხელისუფლებამ არა თუ არსებული პრობლემები ვერ მოაგვარა, არამედ უამრავი ახალი პრობლემა შექმნა, რომელთაც, აშკარაა, რომ თავს ვერ ართმევს!
11 თვის განმავლობაში ხელისუფლება შეგნებულად თავს არიდებს ამ საკითხის მოგვარებას და კვლავაც სააკაშვილის სიებით ატარებს არჩევნებს. იმ სიებით, რომელსაც კოალიციის სუბიექტები მუდმივად აკრიტიკებდნენ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში. დღევანდელი ხელისუფლებისათვის 11 თვე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ შეესრულებინა მისი ერთერთი ვალდებულება და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველივე არჩევნებისათვის ქვეყანას ჰქონოდა ამომრჩეველთა ზუსტი სია და დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ნორმალური საარჩევნო გარემო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი მხრივ ათი ათასობით ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. განსაკუთრებით პრობლემურია რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილი პირები და ისინი, რომლებმაც 2012 წლის არჩევნების შემდგომ შეიცვალეს რეგისტრაციის მისამართი. თუმცა მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული ჩაწერებისა და სიების უსაფუძვლო და უსამართლო გაზრდის მანკიერი მეთოდი კვლავ ძალაშია”, _ ნათქვამია განცხადებაში.
“დემოკრატიული მოძრაობა” მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გადაამოწმონ საკუთარი თავი ცესკოს საიტზე ამომრჩეველთა სიაში.