რომელიც წლების მანძილზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ხელმძღვანელობდა.
ინფორმაციას ადასტურებს ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძეც და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ნიკა ტაბატაძესთან უკვე დაწყებულია და ამ დღეებში ელოდებიან დაზუსტებულ საბოლოო პასუხს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ თავად ილია კიკაბიძე არ ტოვებს ტელევიზიას და სხვა ფუნქციებს შეასრულებს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ნიკა ტაბატაძე 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტიდან 2006 წელს გათავისუფლეს. ამ დროისთვის ის არის “ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა” და შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი.