_ ეს არის ის ზარალი, რომელიც ხიდებს, არხებს, გაბიონებს და გზებს მიადგა. ინფრასტრუქტურის სამსახურმა შესაბამის სამსახურს ეს მონაცემები უკვე გადასცა.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, ინფრასტრუქტურის სამსახურს მისი დათვლა ჯერ არ დაუსრულებია. ამ სამსახურის უფროსის თენგიზ ხელაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ხვალ საღამოს იქნება ცნობილი _ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ყველა სოფლის რწმუნებული მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოიყრის თავს და წარადგენს საკუთარ სოფლებში არსებულ მდგომარეობას.
შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ლანჩხუთის რაიონის 16 სოფელს დიდი ზიანი მიადგა _ ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ხიდები და გზები, რამდენიმე სოფელი რაიონს მოწყდა. მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა და დაუხოცა შინაური ფრინველები და ცხოველები. აგვისტოში თავს დამტყდარი სტიქიის დროს, ზარალი გაცილებით ნაკლები იყო _ იგი 800 000 აღწევდა, ამჯერად კი მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზარალი ორჯერ დიდია.