როგორც გურია ნიუსს ადგილობრივებმა აცნობეს, ქარს წვიმა მოჰყვა, რამაც პანიკა გამოიწვია:
_ ურეკში, ყოველი წვიმის დროს წყალდიდობაა. ახლა კი დიდი მაშტაბის იქნებაო. არ ვიცით რა ვქნათ. დღეს კი ჩამოიარა პოლიციამ და დაგვამშვიდა, მაგრამ სიტყვები რომ არ გვშველის ეს უცხო არავისთვის იქნება, _ გვითხრეს ურეკელებმა.
ურეკის რწმუნებულის, ბიძინა იმნაიშვილის თქმით, მისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს:
_ ქარი თანდათან ძლიერდება. ჩვენ რაც შეგვეძლება მოსახლეობის გვერდით ვიქნებით. ჯერჯერობით არავის მოუმართავს დასახმარებლად, _ გვითხრა იმნაიშილმა.