საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცენტრალური საარჩევნო კომისია ან საოლქო საარჩევნო კომისიები) უნდა გაიარონ რეგისტრაცია. მათ უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის მოთხოვნის განცხადება (შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციის მდივნის სახელზე), ასევე ჟურნალისტების ჩამონათვალი და მათი პირადობის მოწმობების ასლები.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს მედია საშუალებებს დროულად გაიარონ საარჩევნო აკრედიტაცია, რათა მათ მიეცეთ საარჩევნო ღონისძიებების სრულფასოვნად გაშუქების საშუალება.
განცხადება რეგისტრაციის თაობაზე, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას წარედგინება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მესამე დღისა (2013 წლის 24 ოქტომბერი).
დეტალური ინფორმაცია აკრედიტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=232&info_id=12266, _ იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია.