“განათლების კომიტეტის” თავმჯდომარის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, “პრეზიდენტი თვლის, რომ იმ პირებს რომელთაც აკადემიური ხარისხი არ აქვთ, აკადემიური თანამდებობების დაკავების უფლება უნდა ჰქონდეთ”.
მეორე კანონპროექტი რომელსაც პრეზიდენტი ასევე არ იწონებს, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონში ცვლილებებია. აღნიშნული კანონპროექტით, კულტურული ძეგლისთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცესში კულტურის სამინისტრო ჩაერთვება. ამ დრომდე კი საკითხი უწყების მონაწილეობის გარეშე წყდებოდა,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ.
პრეზიდენტმა ვეტო მესამე კანონპროექტს _ “სასოფლო სამეურნეო მიწების შესახებ”, დაადო, რასაც ასევე არ დაეთანხმნენ უმრავლესობის დეპუტატები. ჩაფიძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ გაუმართლებლად ჩამოერთვას მიწები.