https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შეხვედრა ბურჯანაძესთან ლექსების ფონზე და ძველი ნაციონალების მონაწილეობით

11:09; 5.09.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოხნარის, ბუკნარის, ჩაისუბნის, გუთურის, ნაბეღლავის ყოფილი რწმუნებულები და მათი მოადგილეები პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას გულისყურით უსმენდნენ. აქვე იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები _ ამირან ბასილია და ლია ჩიგოგიძე. ბურჯანაძის დამხვედრებს შორის “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და მოქმედი აქტივისტებიც ბლომად ჩანდნენ _ ის ადამიანები, რომლებიც გასულ წელს, წინასაარჩევნოდ, ნაციონალებს იფიცებდნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს გვიშლიდნენ და საჯარო თუ პირად საუბრებში ჩვენი ლანძღვით იყვნენ დაკავებულები.

ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “რესპუბლიკური პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სპორტსკოლის დირექტორი გოჩა ჯიქია და მისი თანამშრომლები.

_ გამისწორდა და მოვედი, _ ასეთი კომენტარით შემოიფარგლა ჯიქია ჩვენთან საუბრისას.

ჩოხატაურელ ამომრჩეველს “დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გია ბურჯანაძემ წარუდგინა: _ ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის პირველივე დღიდანვე დამთავრდება ის მახინჯი კოჰაბიტაცია, დაიწყება სამართლიანობის აღდგენა და იქნება მრავალმხრივი. ამას იგრძნობენ არა მარტო ის ადამიანები, ვინც უკანონოდ მოიხადა სასჯელი, რომლებსაც უკანონოდ შეეხნენ, არამედ ისინი, რომლებმაც უკანონოდ დაკარგეს სამსახური, განიცდიან სოციალურ უსამართლობას. ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტების მეორე დღესვე დაიგეგმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსდება ხელისუფლება და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა აღარ იქნება ქვეყნის სათავეში, _ აღნიშნა გია ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი და მისი გუნდელების მთავარი ამოცანა ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებაა:

_ სამწუხაროდ, მთელ საქართველოში, სადაც ჩვენ ვიყავით, ვხდებით, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტკივათ, ვიდრე უხარიათ, უფრო მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე _ სასიხარულო ინფორმაცია. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ 26 მაისი. გურიიდანაც იყვნენ ჩამოსული ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აქციებში. იცით, ჩვენ როგორ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ნორმალური განვითარების შანსი მიგვეცა. ამიტომ, ჩვენ ყველანი დავუდექით “ქართულ ოცნებას”, უფრო სწორად, გვერდში დავუდექით ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ, რომ ამ კაცს მართლაც ბევრი სიკეთე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული. პირველ ოქტომბერსაც მან ნამდვილად გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ ჩვენ შევძელით უსისხლოდ მოგვეშორებინა ის რეჟიმი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრს გვპირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, თავსატეხი და თავის ტკივილი უფრო მეტი გაგვიჩინა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო აგვისტოს ომი კმარა, მარტო დაკარგული ტერიტორიები კმარა იმისთვის, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ძალიან მწარედ მოსთხოვოს ხალხმა პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოსდა ძალიან ბევრი რამე კეთდებოდა, ტელევიზორს რომ ჩართავდი, გეგონებოდა, ყველა სოფელი აყვავდა საქართველოში და ახლა ჩვენი კუთხის დროც მოვაო.

ახლა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებიც ადამიანებს აწუხებდათ წლების განმავლობაში, კვლავ მოუგვარებელია. მაგალითად, ელემენტარული პენსია, რომელიც საარსებო მინიმუმს არ შეეფერება; მოუგვარებელია ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემები, ჯანდაცვის პრობლემები _ ადამიანი მაინც და მაინც უნდა მოკვდეს ქუჩაში, რომ წაიყვანონ და უფასო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. აღარაფერს ვამბობთ სოფლებზე. ყველგან, სადაც მივედით, პრობლემები დაგვხვდა _ უგაზობა, უწყლობა, უგზოობა. არადა, ცოდვა გამხელილი ჯობია, ხანდახან ტელევიზორს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი ეს გაკეთდა, ის გაკეთდა. თუნდაც ბოლო წლებში, როცა ოპონენტი ვიყავი. მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ არაფერი გაკეთებულა. ტყუილი იქნება, რომ გითხრათ, ჩემი არჩევისთანავე ყველა ეს პრობლემა მოგვარდება,-მეთქი. ყველა ეს პრობლემა არც შედის პირდაპირ პრეზიდენტის ფუნქციებში. ძალიან ბევრი რამე არის მთავრობის გასაკეთებელი, მაგრამ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე და სწორ კალაპოტში ჩავაყენოთ, ისე იმუშაოს მთავრობამ, რომ თქვენი პრობლემების მოგვარება რეალურად დაიწყოს. ძალიან კარგია, რომ ვაუჩერებს არიგებენ; ძალიან კარგია, რომ კომპენსაციებს არიგებენ, მაგრამ ხომ არ შეიძლება თქვენ, მშრომელი ადამიანები მუდმივად ხელისუფლების მოწყალებაზე იყოთ დამოკიდებული? ხომ უნდა შეიქმნას ერთხელ და სამუდამოდ ისეთი ვითარება, როცა ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდება. ეკონომიკური ზრდა მაისში ნული იყო და ივნისში მინუსებში წავიდა. დღესაც ძალიან სერიოზული პრობლემებია შემოსავლებთან დაკავშირებით, იმდენად სერიოზული, რომ თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლოს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების გაცემაზეც კი პრობლემა შეექმნება მთავრობას. იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ იყოს, საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა წავიდეს. ამისთვის კი საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იქნება ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, ქვეყნის სამართლიანობის გარანტი, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანა არასოდეს ჩაერთვება წინასწარ წაგებულ და არც მოსაგებ ომში, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში, არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში ომით არ წყდება პრობლემები; იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენ შევძლებთ მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობების დალაგებას და იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, _ განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რეგიონებში სტუმრობისას მას “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატზე ხშირად ეკითხებიან:

_ დღესაც მეკითხებიან რეგიონებში _ რა გვარია, ვინ არის, რას წარმოადგენს. მას საზოგადოება არ იცნობს. რამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა გიორგი მარგველაშვილს, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა რომ არ იყოს?! იმიტომ უნდა აირჩიონ მარგველაშვილი, რომ ივანიშვილის კანდიდატურაა? ეს არის ზუსტად ის, რის წინააღმდეგაც თავად ივანიშვილი გამოდის, _ დასძინა ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატს ჩოხატაურში ლექსებიც მიუძღვნეს და საბჭოთა კავშირის აღდგენაც მოსთხოვეს (ვიდეო სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ), რაზეც ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი დღეს არავის აქვს.

შეხვედრის დასასრულს, ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბათიაშვილმა, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ მიწოდებული წერილი წაიკითხა _ წერილში ეწერა, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კუჭავას დავალებით, პარტიის წევრი, ზვიად მამალაძე, შენობიდან იმ ადამიანების ვინაობას აფიქსირებდა და იწერდა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ. ამ ინფორმაციას მამალაძე დაუყონებლივ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა და “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერებს ინფორმაციის გადამოწმება მოსთხოვა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ დავაფიქსირეთ, როგორ იღებდა ვიდეოკამერით შეხვედრას “ქართული ოცნების” ოფისიდან გამოსული ერთ-ერთი წევრი, რომლის შესახებაც ირაკლი კუჭავას ინფორმაცია არ აღმოაჩნდა:

_ გადაღებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად უარვყოფ, რომ ეს ჩემი მითითება ან დავალება იყოს. ოფისის გვერდზე ხდებოდა შეხვედრა და მას, ბუნებრივია, ოფისიდან ადამიანები ჩვეულებრივად მიადევნებდნენ თვალს. წელს რომ ოპოზიციას მუშაობის პირობები აქვს, ასეთი პირობები რომ მქონოდა ოპოზიციაში ყოფნის დროს, ალბათ, არც ერთ არჩევნებს არ წავაგებდი ჩოხატაურში. ქალბატონი ნინოს შტაბში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებისთვისაც ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქცეულა ირაკლი კუჭავასთან ბრძოლა. მე ეს არ მადარდებს, მაგრამ უბრალოდ მინდა, ქალბატონმა ნინომ იცოდეს, რომ ეს ის ადამიანებია, რომლებიც, 2003 წელს, როცა მე, ჩემი ფინანსთა სამინისტროში მუშაობის დროს, მთხოვა ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ, ჩამოვსულიყავი ჩოხატაურში და ერთი თვე მივეხმარე უსასყიდლოდ, ნინო ბურჯანაძის პლაკატებს ხევდნენ, ზედ ფეხებით გადადიოდნენ; იმ სიტყვებს არ გავიმეორებ, რასაც მისი მისამართით ამბობდნენ. რაც შეეხება ბურჯანაძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, არჩევნებში გაიმარჯვოს ქალბატონმა ნინომ, არ ვიცი, რამდენად სწორია, რადგან მე შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა, გუშინდელ ინტერვიუში, ბატონმა ბიძინამ ამას გასცა პასუხი.

_ მსგავსი განცხადება ჩვენ არ მოგვისმენია.

_ მე მითხრეს, რომ იყო. თუ არ ყოფილა, მაშინ ეს სიტყვები უკან მიმაქვს და ქალბატონ ნინოს ვუსურვებ წარმატებას მეორე ადგილისთვის ბრძოლაში

_ რაც შეეხება თქვენი პარტიის წევრის მიერ შეხვედრის ვიდეოკამერით გადაღებას, ამის შესახებ რას იტყვით?

_ ამას დავადგენ. ახლა მოვედი ოფისში. თუ იღებდა, რა მიზნით იღებდა?! ამის მიზანი ინფორმაციის მიღება იქნება, მაგრამ ვინ დაავალა და რატომ, ამას გავარკვევ, _ გვითხრა კუჭავამ.

ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ, ბურჯანაძემ ახალ გახსნილი კლინიკა “მამქოლი” მოინახულა და საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნა. შტაბის ხელმძღვანელზე, მამია ბარამიძეზე ჩვენთან საუბარი კი იმ დღეს უკვე აღარ ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინანდელი შეხვედრა და ამ საკითხზე გამართული დისკუსია შევახსენეთ, ბურჯანაძემ კითხვა, ენდობა თუ არა შტაბის უფროსს და დარწმუნებულია თუ არა, რომ მამია ბარამიძე იქნება მისი ერთგული, უპასუხოდ დატოვა: _ მე არ ვიცი, რატომ მისვამთ ამ კითხვას, თუ გაქვთ საფუძველი ამ კითხვის დასმის…

_ ჩვენ ეს შეკითხვა შარშან, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროსაც დაგისვით და გვეგონა, რომ გახსოვდათ…

_ ასეთი კითხვები ასე არ ისმევა(?!). თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული მასალა, ინფორმაცია, რატომ სვამთ კითხვას ასე, მე აუცილებლად გავითვალისწინებ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყველგან, სადაც არიან ჩვენი წარმომადგენლები, მათთან დაკავშირებით პასუხები იყოს გაცემული, მაგრამ ასე ჰაერიდან მოტანილი…

_ “გურია ნიუსს” ჰაერიდან არ მოაქვს კითხვები. მაგალითად,. 26 მაისის აქციის დროს დაკავებული ადამიანების სანახავად პოლიციასთან მოსვლას მამია ბარამიძეს მედია უშედეგოდ სთხოვდა _ ასეთია თქვენი შტაბის ხელმძღვანელი.

_ გავარკვევ, _ ღიმილით გვითხრა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძესთან შეხვედრაზე მრავლად იყვნენ ნაციონალების ძველი მხარდამჭერები

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

იპოთეკარების აქცია: "ხალხი შიმშილობს _ რატომ არ გესმით?!“

რა პრობლემები შეუქმნა სტიქიამ ოზურგეთს

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო