ხეხილისა და საყანე ნაკვეთები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ სტიქიის შედეგად, სოფელ მაკვანეთში მდებარე ქალაქის წყალსადენის N1 სატუმბ სადგურზე 50 მეტრი სიგრძის ნაპირია წაღებული; დაბა ურეკში დაიტბორა დუმბაძისა ქუჩისა და სასტუმრო “ალბატროსის” მიმდებარე ტერიტორიები; ასევე, წვერმაღალას დასახლებაში შიდა ცენტრალური გზა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები; შეკვეთილში სასტუმრო “გურია პალასის” მიმდებარე ტერიტორიაზე 4 საკურორტო კოტეჯია დატბორილი; სოფელ ნატანებსა და მერიაში მეწყერი ჩამოწვა, ხოლო სოფელ შემოქმედში დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა დაზიანდა; ნატანებში, ე. წ. ნარუჯის უბანში, მაკასარაშვილების ასახვევში, სტიქიის შედეგად მილხიდი დაზიანდა, რის გამოც, ექვს ოჯახს გადაადგილების საშუალება არ ეძლევა. წყალდიდობის გამო პრობლემებია მდინარე სუფსაზე მდებარე ცენტრალურ ხიდზე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ ხიდს საყრდენი გამოეცალა, რის გამოც ტრანსპორტით მოძრაობა ფერხდება.
_ ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებოდ შექმნილ შტაბს რწმუნებულები ინფორმაციას აწვდიან, რის საფუძველზეც კომისია ზარალის მოცულობასა და ხარისხს დაითვლის შემდგომი რეაგირებისათვის, რაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას გულისხმობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ, კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შტაბში იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია, ამ წუთებშიც ისინი სტიქიის ზონაში დაზარალებულთა გვერდით არიან, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სალუქვაძემ.