ასეთ ვითარებაში, სავარაუდოა, რომ რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს არსებული კვაზისახელმწიფოების ფორმით აფხაზეთი და, შესაძლოა გარკვეული დროით, სამხრეთ ოსეთიც კი (სავსებით შესაძლებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილო ოსეთთან მიაერთება ან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ან ახალი კვაზისახელმწიფოს შექმნის სახით), როგორც მთლიანად მასზე დამოკიდებული და, შესაბამისად მისადმი ლოიალური ერთეულები. ცხადია, რომ აფხაზები და ოსები ასეთ ქარიშხლიან სიტუაციაში, რუსეთის პატრონაჟით იქნებიან დაინტერესებულნი. აფხაზეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება შავ ზღვაზე საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად. ოსეთს მიეკუთვნება ჩრდილო (და ნაწილობრივ სამხრეთ) კავკასიაში რუსეთის ინტერესების პლაცდარმის და რუსეთიდან გამოსული ჩრდილოკავკასიური ქვეყნების კონტრბალანსის როლი.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved