მან სამივე ბრალდებული მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, რის შემდეგაც მოსამართლემ სასჯელის დანიშვნის სხდომა ჩანიშნა. რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ეკა არეშიძის გადწყვეტილებით მკვლელობის დამკვეთებს ვახტანგ ჩხაპელიას და გელა უბილავას, ასევე მკვლელობის შემსრულებელ კობა ყურუას ოც-ოცი წლით პატიმრობა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ ადუაშვილის მკვლელობა კობა ყურუასთვის პირველი დანაშაული არ არის. სამეგრელოში 1995 წელს მომხდარი მკვლელობისთვის მან 15 წლიანი სასჯელი მოიხადა.
ნაფიც მსაჯულებს საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად 13 საათი დასჭირდათ, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მათ უკანასკნელ მეცამეტე საათზე გამოიტანეს. პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში ცალკე იხილება ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვლადიმერ ქარჩავას საქმეც, რომელსაც პროკურატურა ყურუასთან ერთად მკვლელობის შემსრულებლად მიიჩნევს.
ადუაშვილების ოჯახი თვლის რომ დღევანდელი ვერდიქტით ბრძოლის მხოლოდ პირველი ეტაპი მოიგეს, მათი თქმით სამართლიანობა მაშინ იზეიმებს, როცა პასუხს აგებს მომღერალი სოსო პავლიაშვილი, რომელსაც დაზარალებულები მკვლელობის დამკვეთად ასახელებს.