კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, გვარამია ერთ-ერთი მათგანია, ვინც კომისიასთან არ თანამშრომლობს.
“მე არ ვაპირებ მისთვის არც ერთი წერილის გაგზავნას და ვიბარებ კომისიის სხდომაზე დასაკითხად. მასთან ბევრი კითხვა გვაქვს,” _ ხიდაშელმა ამის შესახებ დღეს პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა ტელეკომპანიების _ “რუსთავი 2”-ის და “საქართველოს” ფინანსურ საქმიანობაზე. ხიდაშელის თქმით, საქმეში “რუსთავი 2”-ის ბიუჯეტიდან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსება იკვეთება.