სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანხმდებიან იმაზე, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას. გოკა გაბაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს გააკეთოს ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით და საზოგადოებას აუხსნას, რა ხდება.
“მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გააკეთოს განცხადება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, მსგავსი საკითხის განხილვა, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა და სახიფათო. ვითხოვთ ხელისუფლებისგან, გაარკვიოს საზოგადოება, თუ რა ხდება აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არტურ ბაღდასარიანმა აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით განცხადება “Новости Армения”-სთან გააკეთა.