წინა თვეების ანალოგიურად შემოწირული თანხის ოდენობით კვლავაც “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” ლიდერობს. 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მინისტრებმა, საჯარო მოხელეებმა და რიგითმა მხარდამჭერებმა მმართველ პარტიას 910,595.20 ლარი შესწირეს.
კულტურის მინისტრი მირიან (გურამ) ოდიშარია პარტიას წინა თვის მსგავსად 1 000 ლარით დაეხმარა, პარტიის ლიდერმა დავით საგანელიძემ კი” ოცნების” ანგარიშზე 15 ათასი ლარი ჩარიცხა, 10 ათასით შეეწია პარტიას უმრავლესობის წევრი თამაზ ავდალიანი. ყველაზე ხელგაშლილი ბიზნესმენი ნიკოლოზ ბახტაძე აღმოჩნდა _ შპს “პროვიტალის” დამფუძნებელმა პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა.
აგვისტოს განმავლობაში 141,136.41 ლარის შემოწირულობა მიიღო “ეროვნულმა ფორუმმა”; ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს” სულ რაღაც 16,618.00 დაეხმარნენ; ალასანიას პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” გულშემატკივრებმა 49,950.03 ლარი ჩაურიცხეს, აქედან 20 ათასის შემომწირველი ირაკლი ანდრონიკაშვილია _ ის 40 000 ლარით “ქართულ ოცნებასაც” დაეხმარა; 74,962.00 ლარი მიიღეს რესპუბლიკელებმა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველების სია ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.