ხელი შეუწყოს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარდეს,მიესალმება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციების წინასაარჩევნო ვიზიტებს საქართველოში,
მხედველობაში იღებს ამ ვიზიტებისას გამოთქმულ მოსაზრებებს,
მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს რეგულარული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია მის წინაშე წამოჭრილი საარჩევნო საკითხების, ასევე ამ საკითხების შესასწავლად გატარებული ღონისძიებებისა და მათზე რეაგირების შესახებ, და რეკომენდაცით მიმართავს:
1. საქართველოს პრეზიდენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პარლამენტს:
პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ დაასახელოს, ხოლო ცესკომ ან პარლამენტმა სასწრაფოდ დაამტკიცოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატურა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობით ისარგებლებს.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოებს:
პოლიციამ და სასამართლოებმა უზრუნველყონ, რომ, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში მოთხოვნილი და გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს, რათა ემსახურებოდეს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას.
3. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იუსტიციის სამინისტროსა და არჩევნებშო მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს:
ცესკომ, იუსტიციის სამინისტრომ, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელონ ყოვლისმომცველი საგანმანათლებო ღონისძიებები, რათა მოქალაქეები ფლობდნენ ინფორმაციას ამომრჩეველთა სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის სტატუსის განახლების აუცილებლობის შესახებ.
4. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს:
გამოაქვეყნოს რეგისტრაციიდან მოხსნილთა სია გვარის, სახელის, დაბადების თარიღისა და პირადი ნომრის მითითებით, რათა სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საარჩევნო კანონით 20013 წლის 21 აგვისტოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაადვილდეს და რეგისტრაციიდან მოხსნილთა მაქსიმალურად დიდმა ოდენობამ შეიტყოს იმის შესახებ, რომ 2013 წლის 10 ოქტომბრამდე აქვთ ვადა უფასო პირადობის მოწმობის ასაღებად და საარჩევნო სიაში რეგისტრაციისათვის, _ იუწყება იუსტიციის სამინისტრო.