https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით

0:01; 1.01.1970
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც სკოლის მატიანე გვამცნობს, ყველაფერი გაცილებით ადრე, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 1919 წლის 6 თებერვალს პირველად დაირეკა ჩოხატაურის გიმნაზიის ზარი. ამავე წყაროს ცნობით, გიმნაზიის პირველი პედაგოგები იყვნენ საქართველოში განთქმული პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ია ეკალაძე, აკადემიკოს ნიკო მარის სასახელო შვილი, ცნობილი ირანისტი, პროფესორი იური მარი; ევროპის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ბრწყინვალე იურისტი, ალექსანდრე ვაჩეიშვილი (შემდგომში თბილისის უნივერსიტეტის კათედრის გამგე); პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კურსდამდავთარებული, გამოჩენილი ოფთალმოლოგი, პროფესორი ივანე სიხარულიძე; ბათუმის გიმნაზიის აღზრდილი, ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქი, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი; საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე სოლიკო ცინცაძე და სხვები.

გიმნაზიამ დიდხანს ვერ იარსება, რადგან ამ ტიპის ეროვნულ დაწესებულებას ბოლშევიკები ვერ ითმენდნენ და 1921 წელს გააუქმეს კიდეც” _ წარსულის ისტორიას კარგად ინახავს სკოლის ბიბლიოთეკა. 70-წლიანი დუმილის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრაიული მოძრაობის აღმავლობის ფონზე, ბატონ გია ჩხიკვიშვილის ხელმძღვანელობით ისევ ჩამოჰკრა ჩოხატაურის გიმნაზიის ზარმა. შემდეგ იყო სკოლების რეორგანიზაცია… გიმნაზიამ ისევ შეწყვიტა არსებობა… 2008 წლის პირველ სექტემბერს კი მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით ახლა უკვე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ზარი 143 მოსწავლისთვის ახმიანდა.

_ ამჟამად სამრევლო სკოლაში 250 მოსწავლე და 35 პედაგოგია. სკოლაში არის 14 ფინანსური კლასი. არის პარალელური კლასებიც. ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი. სკოლის აღსაზრდელები სასკოლო საგნებთან ერთად სწავლობენ: ძველ ქართულ ენას, სახარების განმარტებას, საღვთო სჯულს, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიას, ხელოვნების ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს. ასევე აქვთ შესაძლებლობა დაეუფლონ ხატწერის ტექნიკას და ქართულ ცეკვებს. ამავე დროს, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და შეისწავლიან მათი გამოყენების მეთოდებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, ალეკო კვინტრაძემ.

დილის 9 საათია. მამა თომა სკოლის მოსწავლეებისთვის მცირე პარაკლისს იხდის. სამრევლო სკოლის ყველა მოსწავლემ კარგად იცის, რომ ამ დროს ეკლესიის ზარები ლოცვისთვის იხმობენ. სკოლის მოსწავლეები მოძღვართან და მასწავლებლებთან ერთად ქვეყანას, ოჯახს, ერთმანეთს უფალს ავედრებენ და საკლასო ოთახებისკენ მიეშურებიან.

პირველ კლასში მასწავლებელი ირმა ჯინჭარაძე შემაჯამებელ მეცადინეობას ატარებს და მოსწავლეებს უწმინდესის კურთხევას აცნობს: ყოველდღე წავიკითხოთ კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა. შეგიძლიათ, სკოლის ბიბლიოთეკითაც ისარგებლოთ, _ არიგებს მასწავლებელი პატარებს. პირველკაკლასელები ინტერესით უსმენენ მასწავლებელს და ჰპირდებიან, რომ აუცილებლად წაიკითხავენ.

ანანო ჩხიკვაძე: მე უკვე დავიწყე კითხვა. ბოლოს წავიკითხე ზღაპარი “ჩხუბი არაფრისთვის”. ძალიან მომეწონა. ბევრი ვიცინე. აქ ძმების ამბავია მოთხრობილი, რომლებიც ღვინისთვის ჩხუბობენ. საინტერესო იცით, რა იყო? _ კითხვას სვამს პატარა ანანო. _ ის, რომ ჭური თურმე ცარიელი იყო და ძმები არაფრისთვის ჩხუბობდნენ, _ პასუხს თავად სცემს მის მიერ დასმულ შეკითხვას.

ვაჟა ჩხაიძე: არ მიყვარს კითხვა, მაგრამ უწმინდესის კურთხევას შევასრულებ და ყოველდღე წავიკითხავ ერთ ზღაპარს.

ეს სკოლა იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ბავშვები ყოველდღე სამი მოძღვრის ქადაგებას ისმენენ. ალბათ, ეს განაპირობებს, რომ სკოლაში მუდამ მშვიდი და თბილი სასწავლო გარემოა.

მამა თომას ირგვლივ უამრავ ბავშვს მოეყარა თავი და მათთვის საინტერესო რჩევებს იღებდნენ:

_ ყოველ ადამიანს აქვს ვალდებულება ღვთისა და ერის წინაშე. განსაკუთრებით ქართველისთვის უპირველესი უნდა იყოს სიყვარული ღვთისა და სამშობლოსი. ყოველ ახალგაზრდას ვუსურვებდი, ყოფილიყოს სიყვარულის ნიჭის მატარებელი. ამით მიეახლება იგი უფალს, შეძლებს მიტევებას, თანაგანცდას, თანადგომას, _ მოძღვრავს მამა თომა მოსწავლეებს.

ბავშვებს აინტერესებთ, რატომ არის აუცილებელი სასულიერო განათლების მიღება, მოძღვარიც სიამოვნებით სცემს პასუხს ყველა კითხვას:

_ ყოველ საგანს ჰყავს მასწავლებელი, რომელიც გასწავლით კონკრეტულ საგანს. ადამიანის მიზანი არის ცხონება (თუ არ არის მიზანი ცხონება, ასეთი ადამიანის ცხოვრებას აზრი აქვს დაკარგული), სასულიერო განათლება კი ეხმარება მას იპოვოს უფლისკენ სავალი გზა, ცხონდეს. ცხონება არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და თუ აქედან არ მიეჩვია ადამიანი ღმერთთან ყოფნას, შემდეგ ვერ შეძლებს, მარადიულად დაიტანჯება.

ღმერთმა დაგლოცოთ _ ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა. მოგცეთ თქვენი ცხოვრების ქრისტიანულად წარმართვის ნიჭი, _ ლოცავს მამა თომა მოსწავლეებს.

ამ სკოლის გარემო თითქოს საკუთარ თავთან მარტო გტოვებს და უფალთან სასაუბროდ გიხმობს.

XI კლასში საღვთო სჯულს მამა თეიმურაზი კითხულობს. საღვთო სჯულის გაკვეთილზე შესვლა ყველას ძალიან უხარია, როგორც ბავშვები გვიყვებიან, მამა თეიმურაზსაც დღის განმავლობაში ძალიან ბევრ შეკითხვაზე უწევს პასუხის გაცემა.

_ მამაო, რა ელით ჯოჯოხეთში იმ ადამიანებს, ვინც უაღსარებოდ წავა ამ ქვეყნიდან?

_ აღსარება არის იგივე სინანული, რომლითაც უარს ვამბობთ ცოდვილ ცხოვრებაზე, რომლის საშუალებითაც გვაქვს სიწმინდისკენ სწრაფვა. ადამიანი, რომელიც სინანულის გარეშე აღესრულება, არ ემზადებოდა საღვთო წიაღში დასაბრუნებლად.

_ როგორ უნდა შეიმოსოს თანამედროვე ქრისტიანი?

_ პავლე მოციქული ბრძანებს: “მამაკაცისებრ შემოსილი დედაკაცი ძაგს უფალსა”. არ შეიძლება ქრისტიანი შემოსილი იყოს გამომწვევად, იყოს მოდის მიმდევარი, არ შეიძლება თავის ზედმეტად მორთვა, არ შეიძლება მამაკაცი ატარებდეს საყურეს, გრძელ თმას. ყოველი ქრისტიანი აუცილებლად უნდა აქცევდეს ყურადღებას ჰიგიენას. სამოსზე არ შეიძლება ჰქონდეს უხამსი წარწერები, _ პასუხობს მოძღვარი. ახალგაზრდა მოძღვარი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს. ბავშვებს მის მიმართ განსაკუთრებული კრძალვა აქვთ.

პირველის ხუთ წუთზე დიდი დასვენება იწყება. ბავშვების უმრავლესობა სკოლის ბუფეტისკენ მიიჩქარის… ეს განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია _ სუფთა და მოწესრიგებული. უნდა ითქვას, რომ ასეთი ბუფეტი ბევრ სკოლას შეშურდება. სკოლის მენეჯერის, ირმა ჯიბუტის თქმით, ბავშვებისთვის კომფორტის შესაქმნელად ძალები არ დაუზოგავთ.

_ ორი წელია, რაც სკოლის ბუფეტი გარემონტდა. აქ ბავშვებს ყოველგვარი პირობა აქვთ შექმნილი გემრიელად მიირთვან და თან კარგად დაისვენონ.

მოძღვრის საათის შემდეგ სკოლის ყველაზე ხანდაზმული, პატივსადები, ღირსეული პედაგოგის, ვერა მინდაძის კაბინეტშიც შევიხედეთ. ბავშვები ლინგაფონებით ინგლისურ ტექსტებს ისმენენ, მართავენ დიალოგებს. საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ვერა მასწავლებელსაც გავესაუბრეთ: _ ვარ აფხაზეთიდან, დავამთავრე სოხუმის უნივერსიტეტი. დიდი ხანი ვიმუშავე გაგრაში. აფხაზეთის ომის შემდეგ ჩოხატაურში ჩამოვედი, მაგრამ სკოლაში დაბრუნებას აღარ ვფიქრობდი. იმ დიდი განსაცდელის შემდეგ, ალბათ, ღვთის ნება იყო, რომ მე ამ შესანიშნავ, ახლადშექმნილ სკოლაში მოვხვდი. სკოლაში, სადაც მოსწავლეები მარტო მეცნიერებას არ ეუფლებიან. ისინი აქ ჭეშმარიტების, უფლის გზით სვლას სწავლობენ. ჩემი აქ მუშაობის პროცესში არის ერთი მომენტი, როცა ცრემლებს ვერ ვიკავებ _ ბავშვები ლოცვას ყოველთვის ამთავრებენ სიტყვებით: “ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!” მეც მუდამ ამისთვის ვლოცულობ. ჩვენს მომავალ თაობას ვუსურვებ გაერთიანებულ და ძლევამოსილ საქართველოში ეცხოვროთ, _ ოცნებებს გვიმხელს ღვაწლმოსილი პედაგოგი.

ვერა მასწავლებლის პარალელურად გაკვეთილს სკოლის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი, მაკა კილასონია ატარებდა. იგი თავს ბედნიერად გრძნობს, რომ პატივი აქვს სამრევლო სკოლაში იმუშაოს:

_ ეს არის ცოდნის ტაძარი… ტაძარი, სადაც პირველად დავაგემოვნე სწავლის სიმწარე თუ სიტკბო. არ მეგონა, ასეთი მნიშვნელოვანი და მშობლიური თუ გახდებოდა ჩემთვის ეს კედლები, აქ გავიზარდე და აქვე გადავდგი პირველი პროფესიული ნაბიჯები. ამიტომ მასზე საუბრისას რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ. ახლა, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფეხი ისევ შემოვდგი ამ სკოლაში, სული ამიმხედრდა… ისევ ის კედლები, იგივე სახეები, ჩემი მასწავლებლები და რაც მთავარია, მეუფე იოსები და ჩვენი უსათნოესი მამები. გულში სითბო ჩამეღვარა, რომელსაც მის ნაკრძალში სამარადჟამოდ უსათუთესად შევინახავ. მადლობა უფალს, რომ მომცა საშუალება, ამჯერად სულიერად გავზრდილიყავი ისევ ჩემს მშობლიურ, უკვე ცოდნისა და რწმენის ტაძარში.

საინტერესო გაკვეთილებით გართულებს სულ გადაგვავიწყდა, რომ აქვე, მესამე სართულზე მეთორმეტეკლასელები პროტესტს აბარებდნენ. ერთ ჯგუფს უკვე დაემთავრებინა კიდეც და ერთმანეთს ერთმანეთს აზრს უზიარებდნენ:

დაკა ლომთათიძე: ყველაზე მეტად ქიმია გამიჭირდა. საგანი არ მიყვარს და ალბათ, იმიტომ. ტესტები უფრო საშუალო და რთული სიძლიერის იყო.

ლევან ჯიბუტი: ჩემთვის ყველაზე უფრო რთული ბიოლოგია იყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ X კლასის პირველი ტრიმესტრის შემდეგ საგანი არ გვისწავლია. მხოლოდ აბიტურის საათი გვიტარდებოდა, რაც ნამდვილად არ იყო საკმარისი.

ამიკო სიხარულიძე: _ მეც ბიოლოგია გამიჭირდა. საკმაოდ რთული ტესტები იყო. რთული იყო ფიზიკის ტესტიც.

მიუხედავად სიძნელეებისა, მეთორმეტეკლასელები იმედოვნებენ, რომ საატესტატო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამრევლო სკოლის XII კლასი ერთადერთია მთელ გურიაში, ვისაც ბოლო ზარის გამოცდებამდე ჩატარების უფლება მისცეს. ბავშვებმა უკვე მოასწრეს და კახეთიც მოილოცეს.

საოცარი შეგრძნებაა სკოლის დამთავრება, “ბოლო ზარი”, სიხარული და სევდა ერთმანეთში ირევა. ამ დღეს ყველაზე გვიყვარს ერთმანეთი. უჩვეულო გრძნობაა, რომლის გადმოცემა სიტყვებით ძალიან მიჭირს, _ ამბობს მეთორმეტეკლასელი თომა ჭელიძე.

_ ექსკურსიაც ძალიან კარგი გამოგვივიდა, დრო სასიამოვნოდ გავატარეთ, ახლა მთავარია, “საატესტატო” ჩავაბაროთ, _ საუბარში გვერთვება დათო თალაკვაძე.

სამრევლო სკოლაში დრო შეუმჩნევლად მიიპარებოდა. დილიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ დღის ბოლოს საინტერესო სანახაობა გველოდა… ცნობისმოყვარეობით დაველოდეთ… ლოდინი ღირდა. მეთორმეტეკლასელებმა, მომავალი პირველკლასელები მიიღეს _ “თაობათა ცვლა” _ ასე ეწოდებოდა საღამოს, რომელიც სამრევლო სკოლაში გაიმართა. დამამთავრებელ კლასელებმა გზა დაულოცეს მომავალ მოსწავლეებს. პატარები გახარებულები იყვნენ და როგორც თავად თქვეს, ერთი სული აქვთ, როდის შემოვლენ სკოლაში. ისინი კარგად სწავლას გვპირდებიან:

ნინი გოცაძე: _ ძალიან მიხარია სამრევლო სკოლაში შემოსვლა, იმიტომ, რომ აქ მამაოა. ჩემი დეიდა და ბებოც ამ სკოლაში მუშაობენ. მინდა კარგად ვისწავლო და ბაბუ გავახარო, გვეპრანჭება პატარა ნინი. დღე საინტერესოდ გაილია. უკვე 4 საათია. XI კლასის საკლასო ოთახში ბავშვებს მოეყარათ თავი, ისინი დათო მასწავლებელს ელოდებიან.

რა? _ ინტელექტურალური თამაშები. სად? _ სამრევლო სკოლაში. როდის? _ კვირაში ორჯერ. _ ეს ამ სკოლის ტრადიციაა. ინტელექტუალთა გუნდი “ცარიელი თავები” როგორც სასკოლო, ასევე სხვადასხვა ჩემპიონატებში მონაწილეობენ. მათ 25 მაისს, ოზურგეთში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად რთული ბრძოლა ელით. ბავშვები გამარჯვებისთვის ემზადებიან. წარმატებები ვუსურვოთ მათ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო