ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 12 სექტემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მარტვილის რაიონის 4171 და ზუგდიდის 269 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
12 სექტემბერსვე 10:00 საათიდან 10:30 საათამდე სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოირთვება ელექტროგადამცემი ხაზი იფარი, რის გამოც მესტიის მომსახურების ცენტრის 2149 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.