მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვის ნიშნები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია.
_ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმ მტკიცებულებათა შეჯერების შედეგად, რომლებიც მერაბიშვილის ადვოკატებს გააჩნიათ, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, _ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.