ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ექსმინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით ამ პროცესისთვის მზადებას აზრი არ აქვს:
_ აზრი დაეკარგა სერიოზულ მომზადებას ამ პროცესისათვის იმიტომ, რომ საბოლოოდ ცნობილია შედეგი, რომელიც დადგება, რადგან ბატონი გურული არის ყველა დასავლეთ საქართველოს სასამართლოს ხელმძღვანელი და ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაუძლებს პრესს ხელისუფლებისგან და მითუმეტეს ვერ გაუძლებს ამ პრესსინგს, რომელიც თან დაერთვება კიდევ მისი უშუალო ხელმძღვანელობით, – განაცხადა მერაბიშვილმა.