დღეს, ნაძალადევის რაიონში ღოღობერიძის ქუჩა N 3-ში მდებარე ყოფილი 13 სკოლის შენობის სარეაბილიტაცო სამუშაოები მოინახულა. მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი, მათ შორის 12 დევნილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. შენობაში განთავსებულია 33 ბინა. დევნილთა შესახლება ღოღობერიძის N3-ში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების მეშვეობით მოხდება, ხოლო აპლიკაციების შევსება ამ ობიექტზე იწყება 27 სექტემბერს.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ ობიექტის რეაბილიტაციის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობაში განსახლდება 33 დევნილი ოჯახი (100-120 ადამიანი), რომელიც შემდეგ მათ საკუთრებაში გადაეცემათ. ბინების განაწილება კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება.