ბრალდების მხარე უკვე რამდენიმე საათია, 223-გვერდიან დასაქმებულთა სიას კითხულობს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, ჯერჯერობით, მხოლოდ 50 გვერდი აქვთ წაკითხული. მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რადგან მხოლოდ სიას კითხულობენ.
არსებითი მტკიცებულების წარმოადგენა ამ დრომდე არ მომხდარა და როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, არ არის გამორიცხული, რომ დღეს მხოლოდ სიის კითხვით დასრულდეს სასამართლო პროცესი.