იმისთვის, რომ დაამტკიცოს, თუ როგორ მოხდა მერაბიშვილის მიერ სხვისი აგარაკის მითვისება და იმავე სახლის სახელმწიფო ხარჯებით გარემონტება.
“ჩვენ მარტო მოწმეები არ გვყავს ამ საკითხზე. ასევე, გვაქვს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია, რაც კიდევ ერთხელ ამტიკცებს მის ბრალს ამ საქმეში,” _ განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაცმოძრაობის” გენმდივანს და კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს გამოძიება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ედავება.