მიხეილ სააკაშვილის თქმით, თითქოს ქუთაისსა და გორში მიმდინარეობს მართვის მოწმობების უკანონოდ გაცემა, რაშიც მოქალაქეებს 500 ლარს ახდევინებენ.
შსს აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება არის სამართალდამცავი უწყებისთვის შეურაცხმყოფელი და მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისაკენ.
სამინისტრო მოუწოდებს პრეზიდენტს, თავი შეიკავოს სამართალდამცავი სტრუქტურების შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისაგან.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში მართვის მოწმობის “გაკეთება” 500 ლარად შეიძლება.
“გორში, ქუთაისში გაიკითხეთ. ჩემს დროს რამდენს მეხვეწებოდნენ, ვეუბნებოდი, გიჟები ხომ არ ხართ, შანსი არაა, ვერავის გავუკეთებთო. 500 ლარი ღირს ახლა,” _ განაცხადა სააკაშვილმა.