საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარესთან ფილიპო ლომბარდისთან.
სამუშაო სადილის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შვეიცარია დაინტერესებულია საქართველოსთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით. მხარეებმა საპარლამენტო დონეზე ურთიერთობის განვითარების სურვილი.
შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობი. როგორც ცნობილია სწორედ შვეიცარია ახორციელებს რუსეთთან ურთიერთობაში შუამავლის როლს.
მინისტრმა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაც გააცნო.
2014 წლიდან შვეიცარია ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა.