აღნიშნულ საკითხზე ინტერფრაქციული ჯგუფი ამ წუთებში მსჯელობს. როგორც სხდომის დაწყების წინ ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ამოცანაა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რაც არათავისუფალი მედიით ვერ მიიღწევა.
ინტერფრაქციული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელი თამარ ჟვანია ესწრებაც, რომელიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით, სხდომის დასრულების შემდეგ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკო-ს მიერ გამოცემულ დადგენილებაზე, რომელიც მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის შენობაში გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის გადაადგილებისაც.