_ აბსოლუტური მობილიზაცია იყო გაკეთებული ადგილობრივი და ცენტრალური საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების. მარგველაშვილს არ შეექმნას ილუზია, რომ იქ ჩვეულებრივი მოსახლეობა იყო, რაც შეეხება ადგილობრივებს, მათთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უფასოდ წაიყვანდნენ ქუთაისში ლანჩხუთის “გურიასა“ და ქუთაისის “ტორპედოს“ თამაშზე, რომელიც ამ საღამოს იმართება, შემდეგ, საიდან მოდიოდნენ მოდიოდნენ ეს სამარშრუტო ტაქსები, არ ვიცი, ივსებოდა ხალხით და “ზაპრავკდებოდნენ“ “სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურში ბეჭედდარტყმული ქაღალდით, ეს რა ბეჭედი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ “სოკარი“ უზრუნველყოფდა ამ მიკროავტობუსებისთვის უფასო საწვავის მიწოდებას.
კახა ასკურავას ამ ბრალდებებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე პასუხობს: _ ყველა საჯარო მოხელე ოფიციალურად იყო გაფრთხილებული ჩვენგან, რომ შეხვედრაზე არ ყოფილიყვნენ. მე თვითონ არ ვიყავი შეხვედრაზე. იმ დროს, როცა კანდიდატი იყო ჩამოსული, შესვენების პერიოდი იყო და ამდენად, არ მომიკითხავს, სად შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ ჩვენი თანამშრომლები. თუკი ისინი იყვნენ შეხვედრაზე და დაარღვიეს კანონი, დაისჯებიან კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ასკურავას ბრალდებას, რომ თითქოს მობილიზებული იყვნენ საჯარო მოხელეები, აბსოლუტური ტყუილია. ერთ კაცსაც ვერ ნახავთ, ჩვენგან მობილიზებული რომ ყოფილიყო. არაფრით დავხმარებივართ, არც საწვავით, არც “მარშუტკებით“. არ ჩავრეულვარ და არც ამის შემდეგ ჩავერევი საარჩევნო კამპანიაში. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, თუ გვაქვს რაიმე გადარიცხვა გაკეთებული ან დავალება თუ იყო, გამორიცხულია ასეთი რამ.
ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლებიდან მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით ჩამოჰყავდათ, რომლებიც საწვავს უფასოდ გვიმბალაურში, “სოკარ-ჯორჯიას“ ბენზინგასამართ სადგურზე ისხამდნენ. კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ხელაძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: _ არა, ეს სიცურეა, ასეთ შემთხვევას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. უფასოდ როგორ ჩაისხამდნენ საწვავს? _ გვიპასუხა გიორგი ხელაძემ.