ფესტივალში მონაწილეობა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელმა 30-მდე დაწესებულებამ მიიღო, რომელთა შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლები. ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფ ორმაციის მიწოდება. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოს წარმომდგენლები (ჯობს.გე, ჰრპგ.გე, ჰრ.ცომ, ჰრპარტნერს.გე).
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.
ფესტივალის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ.