გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა:
ერთიანი ეროვნული გამოცდები: 30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) _ ქართული ენა და ლიტერატურა; 4 და 5 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) _ ზოგადი უნარები; 6 ივლისი (მეორე სესია) _ უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა); 7 ივლისი და 8 ივლისი (მეორე სესია) _ უცხოური ენა (ინგლისური ენა); 11 ივლისი (მეორე სესია) _ უცხოური ენა (რუსული ენა); 12 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) _ ისტორია; 13 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) _ მათემატიკა; 14 ივლისი (პირველი სესია) _ ლიტერატურა; 15 ივლისი (პირველი სესია) _ სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 18 ივლისი (მეორე სესია) _ ბიოლოგია; 19 ივლისი (მეორე სესია) _ გეოგრაფია; 20 ივლისი (პირველი სესია) _ ქიმია; 21 ივლისი (პირველი სესია) _ ფიზიკა.
საერთო სამაგისტრო გამოცდა: 14 ივლისი (მეორე სესია) _ წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 15 ივლისი (მეორე სესია) _ ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა: 6, 7 და 8 ივლისი _ უნარები; 11 ივლისი _ დაწყებითი (I_IV) კლასების პედაგოგებისთვის; 11 ივლისი _ ისტორია; 11 ივლისი _ ქიმია; 14 ივლისი _ ბიოლოგია; 15 ივლისი _ ფიზიკა; 15 ივლისი _ სამოქალაქო განათლება; 18 ივლისი _ ქართული ენა და ლიტერატურა; 18 ივლისი _ გეოგრაფია; 19 ივლისი _ მათემატიკა; 20 და 21 ივლისი _ გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები.