ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორი, რომელიც ბომბის არსებობას ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში იტყობინებოდა, აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა. მან 112-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზე განახორციელა. შეტყობინებისთანავე საკანონმდებლო ორგანოში შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი მოქალაქეები ევაკუაცია განახორციელეს.
ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე დაიწყო სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.