შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, იურიდიული პასუხისმგებლობის ზომა, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და საგანგებო სამსახურის განზრახ არამიზნობრივი გამოყენებისთვის იზრდება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს მიიღოს კანონპროექტი დაჩქარებული წესით. ინიციატივის თანახმად პასუხისმგებლობის ზომა ცრუ შეტყობინებებისთვის მძიმდება და სასჯელის ზომად, ნაცვლად 3 წლისა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ისაზღვრება. გარდა ამისა, იგივე ქმედების ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (არაერთგზის, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), კანონპროექტის თანახმად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.